|
2016-09-26 11:49:08, 729 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე “Automechanika Frankfurt 2016” წარსდგა
“თეგეტა მოტორსი” მრავალი წელია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ავტოინდურსტრიულ გამოფენაზე, არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი და კომპანია „Automechanika Frankfurt 2016-ზე“ სხვადასხვა ინოვაციური პროექტებით წარსდგა. გამოფენამ სხვადასხვა ქვეყნიდან 136.000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა. „Automechanika Frankfurt 2016“ საავტომობილო ინდუსტრიის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს წარადგინოს ინოვაციური პროექტები, დანადგარები და მომსახურება საერთაშორისო ბაზარზე. საგამოფენო ცენტრი Messe Frankfurt-ი ის ადგილია, სადაც მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ უშუალო კონტაქტი დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან. „თეგეტა მოტორსმა“ გამოფენაზე წარმოადგინა უნიკალური სერვისები, რომლებიც მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული: მულტიბრენდულ ავტო-ტექ მომსახურება, სრული სერვისი - მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკისთვის; ონლაინ პლატფორმა - „mycarhistory“, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია მუდმივად აკონტროლოს კუთვნილი ავტომობილის, როგორც ტექნიკური მდგომარეობა ისე დანახარჯები; წინასწარი ონლაინ რეზერვაციის სერვისი; ფრანჩაიზი; „თეგეტა ქარდი“ და „თეგეტა კომფორტი“ - რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მუდმივად მწყობრში ჰყავდეს ავტომობილი სერვის ცენტრში მიუსვლელად, მომხმარებელს სასურველ ადგილას მიაკითხავს „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენელი, წაიყვანს ავტომობილს და გამართულს უკან სასურველ ადგილას მიუყვანს. ასევე წარდგენილი იქნა „თეგეტა მოტორსის აკადემია“, ონლაინ კატალოგები, ავტო სერვისის მოწყობის პროექტები და ბოშის დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილების სპეციალური სერვის ცენტრი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ამიერკავკასიაში. ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად ენახათ ის პროდუქტები და სერვისები რომლებიც „თეგეტა მოტორსს“ ჰქმნის საქართველოში ბაზრის ლიდერ კომპანიად და მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე მზად არის საერთაშორისო ბაზარს შესთავაზოს ავტოსერვისის უნიკალური პროექტები. „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლები ასევე გაეცნენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოდგენილ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და დანადგარებს მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით და მათ სულ მარე ქართველი მომხმარებელი „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში იხილავს. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაშ მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)