|
2016-09-22 15:41:07, 772 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო ჩაერთო
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტსა და შპს „ლეგენდარტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა და შპს „ლეგენდას“ დირექტორმა მამუკა ჭოხონელიძემ. დღეისათვის, 12-მა ადამიანმა, მათ შორის 2-მა შშმ პირმა, რომლებიც შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე იყვნენ რეგისტრირებულები, მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტების დახმარებით, კერძო კომპანიაში სტაჟირება სექტემბრიდან დაიწყეს. სტაჟირება 2-3 თვეს გასტანს და ყველაზე წარმატებული 6 ადამიანი დასაქმდება, დანარჩენი ტრენინგის მონაწილეები, კი ახალ შრომით უნარებსა და სპეციალობებს შეიძენენ. სახელმწიფო თითოეულ ამ პირს, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადის სტაჟირებას, სტიპენდიის სახით, დაუბეგრავად, 150 ლარს გადაუხდის. კერძო კომპანია „ლეგენდარტ“ საგანმანათლებო საქმიანობას 2003 წლიდან ეწევა და ტიხრული მინანქრის განვითარების, სადაც სრულყოფისა და პოპულარიზაციის მიზნით, ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნოს ფუნქციონირებს. მარიამ ბეზარაშვილი ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნოში იმ პირებს შეხვდა, რომლებიც მხარდაჭერითი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ადგილზე სტაჟირებას გადიან. მხარეები ურთიერთშეთანხმებით იღებენ ვალდებულებას, რომ კერძო კომპანია მონაწილეობას მიიღებს დასაქმების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში, ხოლო ვაკანსიის შემთხვევაში ინფორმაციას მიაწვდის სააგენტოს. თავის მხრივ, სააგენტო მოთხოვნისას უზრუნველყოფს ვაკანსიის/სტაჟირების შემთხვევებში პირობების შესაბამისი კადრების მოძიება/შერჩევას და დამსაქმებლისათვის მიწოდებას. ასევე მხარეები შეიმუშავებენ გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ღონისძიებები.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)