22:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 14:11:38, 690 ნახვა

საზოგადოება
სატრანსპორტო კომპანია გლდანში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტონ კომპანია გუშინ ღამით გლდანში მომხადრ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  გამოძიება დაწყებულია და მუნიციპალური ავტობუსი საჯარიმო სადგურზე გადაყვანილი. 

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ გუშინ  ღამით ახმეტელის მეტროსთან მუნიციპალური მორიგე ავტობუსი, რომელსაც ავტოპარკის თანამშრომლები მიჰყავდა სახლში,  ტექნიკის მაღაზიას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის ჯანმრთელობის გაუარესებამ გამოიწვია. შედეგად, ავტობუსის ოთხი მგზავრი მსუბუქად დაშავდა, მძღოლი კი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ მომენტისთვის, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. 

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, მუნიციპალური ავტობუსი საჯარიმო სადგურზეა გადაყვანილი",-ნათქვამია განცხადებაში. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics