22:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 13:17:27, 844 ნახვა

საზოგადოება
მერაბ ბერძენიშვილის ოჯახი ხელისუფლებას მიმართავს, აღმაშენებლის ძეგლი თავდაპირველ ადგილს დაუბრუნდეს

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას და პირადად პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, შესრულდეს ცნობილი ხელოვანის უკანასკნელი სურვილი და დავით აღმაშენებლის ძეგლი თავდაპირველი განთავსების ადგილს დაუბრუნდეს.

განცხადებას ამის შესახებ კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“ ავრცელებს.

„საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

გადმოგცემთ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის და ოჯახის თხოვნას: ბატონ მერაბ ბერძენიშვილის უკანასკნელი სურვილი გახლდათ დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსება თავდაპირველ ადგილზე. გთხოვთ, ძეგლის დაბრუნება მიეძღვნას ბატონ მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას“, - ნათქვამია მიმართვაში.

მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა ვარდების მოედნიდან 2005 წელს, მოედნის რეკონსტრუქციის დროს გადაწყდა. ძეგლი ამჟამად ქალაქის შემოსასვლელში, დავით აღმაშენებლის ხეივანში დგას. 

ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში 17 სექტემბერს გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics