2016-09-16 11:50:45, 694 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ აფზახეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მინისტრის პირველი მოადგილე მანანან ქვაჩახია და მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.
მათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან აცნობეს, საპატიო სტუმრებისათვის მოსწავლეებმა ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
მიმდინარე სასწავლო წლისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან