17:21 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 11:31:55, 1219 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის უმნიშვნელოვანესი მიმართულება

გარდამავალი პერიოდის გარეშე ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე, ყველანაირი საბაჟო განაკვეთების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის განცხადებით, ჩინეთთან 7 თვეში უპრეცედენტოდ მოკლე დროში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოსი ყველაზე დიდი ბაზარი.

„ეს არის 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი და გარდამავალი პერიოდის გარეშე ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე, ყველანაირი საბაჟო განაკვეთების გარეშე. წელს ჩვენ ველოდებოდით 2,5 მილიონი ბოთლის გაყიდვას და უკვე რვა თვის მონაცემებით 3,15 მილიონი ბოთლია გაყიდული. ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში და ვფიქრობ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და არა მხოლოდ ღვინის ბევრი სხვა სასაქონლო დასახლების მიმართულებით. ეს არის დიდი მიღწევა და აბრეშუმის გზის განვითარებისთვის ამას ექნება დიდი მნიშვნელობა, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას
სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
ღობის საქმის რვა ბრალდებულმა ბრალის აღიარების შემდეგ საპატიმრო დატოვა
ზუგდიდის მცხოვრებმა მეზობელს თოფიდან ესროლა და თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics