18:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 21:36:56, 785 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, როგორც ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება, 10-11 სექტემბრის პერიოდში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით 1955 წელს დაბადებული, სოფელ კოშკას მკვიდრი ხიზანიშვილი ვ.გ., გორის რაიონის მკვიდრი, 1965 წელს დაბადებული ლაცაბიძე ხ.ს, ქალაქ ხაშურის მკვიდრი,1978 წელს დაბადებული მეხრიშვილი ვ.თ., 1978 წელს დაბადებული მეზურნიშვილი კ.გ. ხაშურის რაიონის სოფელ ვაკას მკვიდრი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულების საქმეების სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი განიხილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics