|
2016-09-12 16:57:02, 1153 ნახვა
კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის აღდგენაზე: ძალიან ბევრს წართმეული ქონება ჰქონდა და დაბრუნებას საჭიროებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა: „ქართულ ოცნებას აქვს რესურსი და გარწმუნებთ, რომ სამართლიანობის აღდგენის მხრივ ძალიან ბევრი დაისაჯა. მე მგონი ოქროს კვეთი აქ ვნახეთ... ქონებრივს რაც შეეხება, აქ კითხვები კიდევ არის და გრძელდება. ძალიან ბევრს წართმეული ქონება ჰქონდა და დაბრუნებას საჭიროებს, კიდევ გასაგრძელებელია“. „სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, დასჯას იმ ხალხისა, ვინც ძალადობდა საკუთარ საზოგადოებაზე, ნახეთ აბა - პრეზიდენტი დევნაშია, მთავარი პროკურორი დევნაშია და გაქცეულია, თავდაცვის მინისტრი ციხეშია, შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეშია, ქალაქის მერი ციხეშია და ძალიან ბერი კიდევ... ამის გაკეთება და დემოკრატიულობის შენარჩუნება ძნელია - მსოფლიოში ქვეყანას ვერ ნახავთ, საოცრება გავაკეთეთ, საოცრება მოვახდინეთ... პირველი წელიწადი მე ყველაზე მეტ დროს ვხარჯავდი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ევროპისთვის განმარტებები რომ გამეკეთებინა, რას ვაკეთებდით. ყველა მიმართულებით ნახეთ რეიტინგები. კითხვის ნიშნები აღარაა, ამერიკაში იციან, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა მოვიდა. მსგავსი დაპატიმრებებით მსოფლიოში ქვეყანას ვერ ნახავთ, სამართლიანობას რაც შეეხება. ამდენი მაღალჩინოსანი დაპატიმრებულია და დევნაშია და დემოკრატიულობა მაინც დავასაბუთეთ და დავუმტკიცეთ ამერიკასაც და ევროპასაც, საოცრება მოხდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
(NS)
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)