23:18 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 20:35:39, 1618 ნახვა

სამართალი
გია ვოლსკი: ვფიქრობ, მომავალი საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად ღირსეული გვეყოლება

ვფიქრობ, მომავალი საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად ღირსეული გვეყოლება, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ გაუგებრობაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს იყო ლომის წილი გიორგი პაპუშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის.

„ძალიან არაჯანსაღი ატმოსფერო ჩამოყალიბდა. დარწმუნებული ვარ და შემიძლია, დავადასტურო კიდევაც, ისევე როგორც არაერთ ჩემს კოლეგას განუცხადებია, რომ ლომის წილი ამ გაუგებრობებში, ამ მანიპულაციებში მიუძღვის გიორგი პაპუაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის გავლენას ამ ორგანოზე. ვფიქრობ, მომავალი საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად ღირსეული გვეყოლება", - აღნიშნა ვოლსკიმ.

დეპუტატობის კანდიდატი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ირინა იმერლიშვილისა და გიორგი კვერვენჩხილაძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშვნას.

"რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ დანიშნულ მოსამართლეებს, ირინა იმერლიშვილს უკეთ ვიცნობ, რასაკვირველია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მონაცემების ადამიანი, ამ ინტელექტის მქონე ადამიანები პოზიტიურ წვლილს შეიტანენ ამ ინსტიტუტის გაძლიერებაში და იმ ატმოსფეროს შექმნაში, რასაც კანონიერების სადარაჯოზე დგომა ჰქვია”, - განაცხადა გია ვილსკიმ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics