2016-09-10 11:38:20, 799 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხისა და სენაკის საკრებულოების შუალედური არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება
30 ოქტომბერს, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 სექტემბერსგამართულ სხდომაზე მიიღო. ამავე სხდომაზე კომისიამ 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვისსაარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.
აღნიშნული განკარგულების თანახმად, შუალედური არჩევნები გაიმართება: №15 ლაგოდეხის საარჩევნოოლქის №15.15 ცოდნისკარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქსა და №64 სენაკისსაარჩევნო ოლქის №64.07 თეკლათის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
გთხოვთ, იხილოთ განკარგულება თანდართული დოკუმენტის სახით.


(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან