14:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 21:57:29, 800 ნახვა

საზოგადოება
GWP: კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე წყალარინების 1000 მმ-იანი მაგისტრალის განზრახ დაზიანების ფაქტი დაფიქსირდა

კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე წყალარინების 1000 მმ-იანი მაგისტრალის განზრახ დაზიანების ფაქტი დაფიქსირდა. - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

როგორც კომპანიიდან "ექსპრენიუსს" აცნობეს, ადგილზე ამოტეხილია ბეტონის კოლექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი, საიდანაც ამოედინება წყალი. დაზიანების ადგილას ხელოვნურად მოწყობილია ტბისკენ მიმართული არხი.

"გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალარინების მაგისტრალური კოლექტორის გეგმიური დათვალიერების დროს, გამოვლინდა ვანდალური ფაქტი - კერძოდ, დაფიქსირდა წყალარინების 1000 მმ-იანი მაგისტრალის განზრახ დაზიანება.

ამოტეხილია ბეტონის კოლექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი, საიდანაც ამოედინება წყალი. დაზიანების ადგილას ხელოვნურად მოწყობილია ტბისკენ მიმართული არხი.

მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის შემთხვევა კომპანიამ გასულ პერიოდებში, არაერთხელ დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

მომხდარის ფაქტის გამოძიების მიზნით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ასევე ინფორმირებულია სურსათის ეროვნული სააგენტო.

აღნიშნულის გამო კომპანიას არსებითი მატერიალური ზარალი მიადგა. არსებულ დაზიანებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საკუთარი ძალებით აღადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics