2016-09-06 18:00:29, 758 ნახვა
საზოგადოება
„Agile Spirit 2016"-ის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისა და მედიისთვის ღია კარის დღე გაიმართება
ხვალ, 7 სექტემბერს, 14:00 საათზე, ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016"-ის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.
ღონისძიებაზე სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები საჩვენებელ წვრთნებს გამართავენ, სადაც ქვეითები, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ავიაცია იქნება მიზიდული.
საჩვენებელი წვრთნების დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის სწავლებაში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა. მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს ადგილზე საშუალება ექნებათ მრავალეროვნულ სწავლება "Agile Spirit 2016"-ში მონაწილე ყველა სახის სამხედრო ტექნიკა პირადად დაათვალიერონ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან