2016-09-02 18:19:28, 711 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია საჭიროების შემთხვევაში ავტოავარიის შედეგად დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა დღეს დილით მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზარალებულები მოინახულა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ, სხვადასხვა კლინიკაში გადაყვანილი 18 დაზარალებულიდან, ამ ეტაპზე, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 11 პაციენტი რჩება, რომელთაგან ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. 7 პაციენტს კი, ამბულატორიული მომსახურება გაეწია და კლინიკებიდან გაეწერა.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მერია მუდმივ კავშირში იქნება კლინიკებთან და საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან