2016-09-02 17:54:47, 1433 ნახვა
სამართალი
„მოამბის“ ოპერატორს ვაკეში მოკლულის ახლობლები დაუპირისპირდნენ
ვაკეში, „მოამბის“ ოპერატორს, მოკლულისა და დაჭრილის ახლობლები დაუპირისპირდნენ, რის გამოც, პირდაპირი ჩართვის დროულად ორგანიზება ვერ მოხერხდა.
მომხდარის შედეგად, სასამართალდამცველებმა „მოამბის“ ოპერატორი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, ვაკეში, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ახალგაზრდა ბიჭი ჩაცხრილეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს, რომელიც გაჩერებულ მანქანაში იჯდა, ერთმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.
ავტომანქანაში კიდევ ერთი ადამიანი (ზაქარია ჩიბუხაშვილი) იმყოფებოდა, რომელიც დაიჭრა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან