20:00 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 17:15:06, 1182 ნახვა

სამართალი
მდინარაძე: ენმ საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს

"ენმ საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს" - ამის შესახებ განცხადებას "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე ავრცელებს.

განცხადებაში ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, "იმოქმედონ კანონის, მორალის შესაბამისად, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის დაკნინება მსგავსი ქმედებებით არ შეიძლება".

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ  რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა თვითნებურად გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო „რუსთავი2"-ისა და კაბელების საქმის სარჩელების გამოცვლის ფაქტი, რაზეც თქვენ უკვე იცით და რამდენიმე დღის განმავლობაში ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიური საუბარი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს თუ კანტორას, მაგრამ განმარტების გარეშე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სხდომის გადადების ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მას აღარ აქვს სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს ის ვარაუდობს, რომ არ გამოვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას და „ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს. შესაბამისად, ჩნდება ორი ვერსია, ერთი გადის ამ პარტიის ხელმძღვანელებთან კონსულტაციებს, მეორე, ის ცდილობს, რომ ან ზეგავლენა მოახდინოს, ან გადაარწმუნოს მოსამართლეები, რომ მათ მიიღონ სხვაგვარი, არაობიექტური გადაწყვეტილება. მე მოვუწოდებ თითოეულ მათგანს და საკონსტიტუციო სასამართლოს რიგით თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის, მორალის შესაბამისად, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის დაკნინება მსგავსი ქმედებებით არ შეიძლება", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics