|
2016-08-24 18:26:20, 672 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის „მე და კონსტიტუცია“ მონაწილეებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის „მე და კონსტიტუცია" მონაწილეებს შეხვდა და სერთიფიკატები გადასცა. პროექტი „მე და კონსტიტუცია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიამ" განახორციელა და მის მიზანს კონსტიტუციის პოპულარიზაცია და ქვეყნის უმაღლესი კანონის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა. პროექტში ჩართული იყო საქართველოს 500-მდე საჯარო და კერძო სკოლა. პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილე მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა. "დღევანდელი დღე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. 21 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ქართული სახელმწიფოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიიღო. დოკუმენტი, რომელიც განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ძირითად პრინციპებს და ძირითად მიმართულებებს. კონსტიტუცია, ალბათ არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი. კონსტიტუცია შესაძლოა, ბევრად უფრო მეტად არის ჩვენი საზოგადოების თანაცხოვრების, მშვიდობიანად განვითარების, მიზნების მიღწევის ძირითადი სახელმძღვანელო. ამ დოკუმენტის ირგვლივ ფუნქციონირებს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ არამხოლოდ. ამ დოკუმენტში დაცულია ის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც თანამედროვე სახელმწიფოში ადამიანს სახელმწიფოს მშენებლობის არა უბრალოდ სუბიექტად აქცევს, არამედ ამ პროცესის მთავარ ობიექტად თვლის. თავისუფალი ადამიანების მიერ შემქნილი თავისუფალი საზოგადოება, სწორედ ამ დოკუმენტის სულისკვეთებაში იკვეთება. 25 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლობას მივაღწიეთ და ამ გზას ახლა თავისუფლების მიმართულებით ვავითარებთ. სწორედ კონსტიტუციით, კონსტიტუციის პატივისცემით, მისი ღრმა შესწავლით, ჩვენ ვადგევართ ამ გზას. ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ ეს დღე გამოცხადდეს უქმედ და ალბათ, რაღაც კონკრეტულ მომენტში ჩვენ ამას მივაღწევთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გორის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ქურდაძე, რომელმაც „ანდროიდის" სისტემისათვის „საქართველოს კონსტიტუციის" მობილური აპლიკაცია შექმნა პრეზიდენტმა კომპიუტერით დააჯილდოვა, ხოლო პროექტში მონაწილე თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისათვის საქართველოს კონსტიტუციაში გამოყენებული ტერმინოლოგიის შესაბამისი ჟესტები შეიმუშავეს, პლანშეტებით.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)