2016-08-24 12:44:18, 674 ნახვა
საზოგადოება
ძველ თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო
დედაქალაქს კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეუნარჩუნდება.
როგორც ”ექსპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, კრწანისის რაიონის გამგეობამ, კოტე აფხაზის №43-ში, ავარიული ორასი წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, სახლის მობინადრეებთან ერთად გაეცნო.
ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც იმდროინდელი თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, 1800-იანი წლების I ნახევარს განეკუთვნება.
თბილისის მერიის ცნობით, გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, კაპიტალურად გამაგრდება სახლის საძირკველი, პირვანდელი სახით აღდგება ხის შუშაბანდი, რომელიც რესტავრაციის ჩასატარებლად შენობიდან მოიხსნა.
ასევე, განახლდება ეზოს თაღოვანი გალავანი. ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის დასრულდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან