2016-08-17 18:40:03, 784 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებელი 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს
17 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 10-დან 15 წლამდე ასაკის სოლისტებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ სპეციალურად საბავშვო ევროვიზიისათვის შექმნილი ახალი სიმღერა, ავტობიოგრაფია და ფოტო.
განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე junioreurovision@gpb.ge, ან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, მისამართი - კოსტავას ქ. #68.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 409 110; ეწვიეთ ვებგვერდს junior.eurovision-georgia.ge.
ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, მალტაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „ევროვიზია ჯუნიორი" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ „ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი „ქენდი" გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან