2016-08-12 15:35:13, 1061 ნახვა
საზოგადოება
შეძლებული ოჯახების მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შესაძლოა აღარ გადაეცეთ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები მომავალი წლიდან, შესაძლოა, შეძლებული ოჯახების შვილებს აღარ გადაეცეთ.
"მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ მომავალ წლებში, სასკოლო სახელმძღვანელოებით და პირველკლასელების კომპიუტერებით შესაძლოა, აღარ დავეხმაროთ შეძლებულ ოჯახებს, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს, 40 000 ლარი ვთქვით ქონების დეკლარაციაზე დაყრდნობით. მომხრე ვარ, რომ ჩემს შვილებს საჩუქრად წიგნები არ უნდა ეკუთვნოდეთ და საშუალება გვაქვს, ჩემი, ჩემი ოჯახის სამსახურიდან გამომდინარე, ეს სახელმძღვანელოები შევიძინოთ. ამ მიმართულებით, მუშაობას ვაპირებ. ეს წესი წელს არ ამოქმედდება, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ასეთი საშუალება გვექნება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან