|
2016-08-10 09:39:07, 1377 ნახვა
სამართალი
თბილისში „ეროვნული ფორუმის" ოფისი გაქურდეს
თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე "ეროვნული ფორუმის" ოფისი გაქურდეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. როგორც "ქსპრესნიუსს" ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ განუცხადა, მოხსნილია მონიტორები და გაბნეულია დოკუმენტაცია. მიროტაძისთვის უცნობია, რა მიზნით შევიდნენ მათ ოფისში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს: "წუხელ ღამით მოხდა ეს ფაქტი. ჩვენ შეგვატყობინეს ამის შესახებ, დეტალები არვიცი, თუმცა, გვიან ღამემდე მუშაობდა გამოძიება. იყვნენ მოსულები კრიმინალისტებიც. როცა შევედით ოფისში, დაგვხვდა მოხსნილი მონიტორები, ფურცლები, დოკუმენტაცია გაბნეული. არვიცი, რა მიზნით იყო შესული, ან ერთი იყო, რამდენიმე იყვნენ, ყველაფერი ალბათ მალე გახდება ცნობილი გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე",-განუცხადა ანი მიროტაძემ "ექსპრესნიუსს".
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)