10:28 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 09:11:47, 1499 ნახვა

ეკონომიკა
თეა წულუკიანმა მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრები დაათვალიერა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრები დაათვალიერა და მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ამჟამად მიმდინარეობს ტყვიავის, ბერძენაულის, ზედა უსახელოს, ვალეს, წალკის, ლაჯანას, ბარალეთის და კუმურდოს ცენტრების მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის რეკონსტრუქცია, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებრივი ცენტრის უკვე მოქმედ შენობაზე მოხდება ბიბლიოთეკის და შეხვედრების ოთახის მიშენება.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ დასახლებების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.

საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში, მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და საზღვრისპირა რეგიონებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
Axios-ის ცნობით, ირანმა თავს დაესხა აშშ-ის ბაზებს ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics