2016-08-08 19:45:57, 912 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მერისში გმირის ფრიდონ თურმანიძის საფლავს პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქედაში, სოფელ მერისში, გარადაცვლილი გმირის ფრიდონ თურმანიძის საფლავს მიაგო პატივი. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა ქედის გამგებელი დავით დუმბაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მცხოვრები უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე 2008 წლის 7 აგვისტოს, სოფელ ყელქცეულში 28 წლის ასაკში დაიღუპა. ფრიდონ თურმანიძეს დარჩა მშობლები, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
ფრიდონ თურმანიძე 23-ე ბრიგადის ქვეით მსროლელ ბატალიონში ჯგუფის მეთაური იყო. იგი 2005 წლის 1 დეკემბრიდან მივლინებულ იქნა ერაყში სამშვიდობო მისიის შესარულებლად. მივლინებაში ყოფნის დროს ღირსეულად დაიმსახურა საქართველოს დამცველის სახელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან