|
2015-03-06 18:01:52, 678 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიატორებისათვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიატორებისათვის, სასტუმრო კომპლექს „Lopota resort“-ში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაზე“ მომუშავე პროფესიონალთა თეორიული და პრაქტიკული კვალიფიკაციის ამაღლება, რომელსაც ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი მედიაციის ექსპერტი, ჯანა ჯავახიშვილი უძღვება. შეხვედრის ფარგლებში მედიატორებს საშუალება ჰქონდათ გამოცდილი ექსპერტისთვის დაესვათ კითხვები და ემსჯელათ პრაქტიკაში გამოვლენილ პრობლემებზე. გარდა ამისა, კონკრეტული საქმის განხილვის შემდეგ, მედიატორები მათთვის აქტუალურ საკითხებზე კომპეტენტურ რჩევებს და პასუხებს მიიღებენ. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე მედიატორებმა შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება, კონკრეტული საქმეების განხილვისას იმსჯელეს თუ რა სირთულეებს აწყდებიან საქმიანობის პროცესში და ექსპერტის რჩევების გათვალისწინებით დასახეს პრობლემების გადაჭრის გზები. „საბოლოოდ, მედიატორები აიმაღლებენ კვალიფიკაციას სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოებისა და მათთვის მიწოდებული დამატებითი თეორიული მასალის საფუძველზე“, - აღნიშნა ჯონი კვინიკაძემ. შეხვედრა დააფინანსა და სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრთან ერთად ორგანიზებას უწევს „პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში“. ცნობისთვის, „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა“ საქართველოში 2010 წელს ამოქმედდა. 2012 წლიდან კი პროგრამის მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. ამ დროისთვის სულ განრიდებულია 767 არასრულწლოვანი.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)