2016-07-27 11:40:09, 660 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია.
კითხვაზე - „ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბერის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ“ - გამოკითხულთა 17% აცხადებს, რომ უკეთესად, 51% - იგივე მდგომარეობაში, 32% კი, ამბობს, რომ უარესად. 1%-მა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან