13:23 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 16:30:09, 695 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

2016 წლის 5 აგვისტოს სტარტს აიღებს რიოს 31-ე ოლიმპიური თამაშები, სადაც საქართველოდან სპორტსმენების უპრეცედენტო რაოდენობა იქნება წარმოდგენილი. 39 სპორტსმენი 13 სახეობაში იასპარეზებს, ამათგან 6 სპორტსმენი აჭარის რეგიონიდან.

ოლიმპიადის წარმომადგენლები დღეს უკვე ქ.თბილიში მიემგზავრებიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მათ ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობა და გამარჯვება უსურვა: ,,თქვენ ემსახურებით მშვიდობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და ქვეყნის პოპულარიზაციას. მინდა გისურვოთ წარმატებები და ოლიმპიადიდან კარგი შედეგებით დაბრუნება''.

შეხვედრას ოლიმპიადაში მონაწილეების გარდა ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მუხრან ვახტანგაძე, ასევე მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - თამაზ ფუტკარაძე, აჭარის ძალოსნობის ნაკრების მწვრთნელი - ბესარიონ ბასილია და აჭარის ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელები - ჯემალ კილაძე და ავთანდილ ბერიძე. 

საქართველოს სახელით აჭარის რეგიონიდან იასპარეზებენ: შმაგი ბოლქვაძე (ბ/რ ჭიდაობა), ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა), იულია ლობჟანიძე (მშვილდოსნობა), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ამირან პაპინაშვილი ( ძიუდო), ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) მაქსიმალურად დაიხარჯებიან ოლიმპიური მედლების მოსაპოვებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics