2016-07-25 12:52:39, 638 ნახვა
საზოგადოება
თვის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება
თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30-31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 32-33 გრადუსი იქნება.
„როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდები ხანმოკლე ხასიათის წვიმებით შენარჩუნდება.დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 30-31 , ხოლო აღმოსავლეთში 32-33 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, 27 – 28 ში ხანმოკლე ხასიათის წვიმებია მოსალოდენლი, ჰაერის ტემპერატურა კი 30 გრადუსამდე მოიმატებს“,-განაცხადა ქოქოსაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან