2016-07-20 19:42:42, 787 ნახვა
საზოგადოება
შემოწმებული 461 მიკროავტობუსიდან კონდიციონერი 189 -ს ჰქონდა ჩართული
დედაქალაქის მერის დავალებით შექმნილმა ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფებმა 20 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს.
როგორც თბილისის მერიამ "ექსპრესნიუსს" აცნობა, 461-დან კონდიციონერი ჩართული 189-ს ჰქონდა.
51 მიკროავტობუსში კონდიციონერი ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა, ხოლო 2-მა მძღოლმა, სისტემის ჩართვაზე უარი განაცხადა.
მერიის თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ რეაგირების მიზნით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ ოპერატიულად აცნობეს.
ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფები სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შემოწმებას მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან