2016-07-20 11:49:13, 802 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს ტელევიზია: თუ ადამიანი არ დადის ეკლესიაში, იგი ცხოველს ემსგავსება (ვიდეო)
საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ ვიდეორგოლი სახელწოდებით „რატომ არ ვართ ეკლესიაში“ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანები თუ ეკლესიაში არ დადიან, ცხოველებს ემსგავსებიან.
„მთელი კვირის განმავლობაში ადამიანი, როგორც ცხოველი, მუდმივად დაკავებულია საკვების მოპოვებით, მუშაობს, რომ გამოკვებოს საკუთარი თავიც და ოჯახიც. ადამიანს სძინავს, სძინავს მხეცსაც. ადამიანი ისვენებს და დასვენება ოთხფეხასაც ჭირდება. მაშ რა განსხვავებაა? განსხვავება ჩანს კვირა დღეს - ადამიანი მიდის ტაძარში და იქ წარსდგება ღვთის წინაშე, რასაც ცხოველი არ აკეთებს. ვინც არ დადის ეკლესიაში ეშვება ცხოველური ცხოველის წესამდე, ველურდება და ცხოველად იქცევა“, - ნათქვამია ვიდეორგოლში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან