|
2016-07-20 10:42:18, 1101 ნახვა
ეკონომიკა
თურქულ მხარესთან ეკონომიკური შინაარის რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა
საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველო–თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ სხდომას, რომელიც 19 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საბჭოს ხელმძღვანელობდნენ საქართველოსა და თურქეთის პრემიერ–მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი. საბჭოს მუშაობაში ორივე მხრიდან 15 მინისტრი მონაწილეობდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ სხდომაზე განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. უწყების ინფორმაციით, მისი დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა 6 დოკუმენტს. მათგან სამი ეკონომიკური შინაარსისაა, ესენია: შეთანხმება ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ, საქონლის კომბინირებული გადაზიდვის შესახებ შეთანხმება და რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის ჩარჩო–ხელშეკრულება. სამივე მათგანს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე–პრემიერის შეფასებით, შეთანხმება ინვესტიციების დაცვის შესახებ საქართველოს მისცემს საშუალებას, მოიზიდოს მეტი თურქული ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში. მისი ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოვიდა 113 პროცენტით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე ეს იყო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში. ჯამურად, 2000–2014 წლებში თურქეთიდან ინვესტიციების ოდენობა დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარსაღწევს. რაც შეეხება შეთანხმებებს ტრანსპორტის სფეროში, ისინი შეეხება საერთაშორისო ტვირთების კომბინირებულ გადაზიდვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ ხელშემკვრელ მხარესთან იქნება ხელშეკრულების გაფორმებისშესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუკი ტვირთმა უნდა გაიაროს როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით. დიმიტრიქუმსიშვილის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება გააუმჯობესებს ტვირთმფლობელებისთვის ჩვენი კორიდორის მიმზიდველობას, იქნება ერთიანი ტარიფი და შესაბამისად, ის მიზნები, რომლებიც გაგვაჩნია აღნიშნული სატრანზიტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, იქნება მიღწეული. რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების ჩარჩო–ხელშეკრულებას, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პრაქტიკულად, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ როგორც კი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა ამუშავდება, ჩვენ უკვე გვექნება შეთანხმებული წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს ტვირთების გადაზიდვა, მგზავრების გადაყვანა, მატარებლების მიერ საზღვრის კვეთა და აწყობილი იყოს ასეთ დროს აუცილებელიპროცედურები.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)