14:11 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 10:01:41, 593 ნახვა

საზოგადოება
ლაგოდეხის იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს გაიხსნება

იუსტიციის მინისტრი ლაგოდეხს ესტუმრა და იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა. თეა წულუკიანი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულთ გაესაუბრა.

თეა წულუკიანთან ერთად ლაგოდეხშიიმყოფებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე.

იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნის შემდეგ ლაგოდეხის მცხოვრებთ საშუალება ექნებათ, სწრაფად და კომფორტულად მიიღონ  სახელმწიფო და კერძო  სექტორების 400-ზე მეტი სერვისი. იუსტიციის სახლში განთავსდება იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების − სახელმწიფო სერვისებისგანვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნულიბიუროს, საქართველოს ეროვნული არქივის, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და საჯარორეესტრის ეროვნული სააგენტოს − ოფისები. ლაგოდეხის იუსტიციის სახლში მოეწყობა,აგრეთვე, იუსტიციის სასწავლო ცენტრისტრენინგების ოთახი. 
 
ლაგოდეხის იუსტიციის სახლი ერთერთია იმ ოთხი სახლიდან, რომელიც 2016 წლის ბოლომდე გაიხსნება. მშენებლობა მიმდინაროებს ონსა და ახალქალაქში, უკვე გაიხსნა ბორჯომის იუსტიციის სახლი. 

ლაგოდეხის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას ეკუთვნის.  ტენდერი მის მშენებლობაზე გასული წლის მაისში გამოცხადდა. შენობისსაერთო ფართი 760 კვადრატული მეტრი იქნება და აქ 35 ადგილობრივი დასაქმდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics