2016-07-15 23:16:35, 762 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საფრანგეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გამართეს
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გამართეს.
ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საელჩოსთან სანთლები და ყვავილები მიიტანეს.
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ამბის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ფრანგ ხალხს. ასევე, ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შუაგულ ევროპაში მომხდარ ამ კიდევ ერთ ძალიან საშინელ ფაქტს შეეწირნენ",-აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან