|
2015-03-04 22:50:09, 510 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ირაკლი გედენიძეზე თავდასხმის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ვარდების მოედანზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც საპროტესტო აქციაზე, “ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორს, ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო9-ის” მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს ირაკლი გედენიძეს ორი ადამიანი უსწორდება ფიზიკურად. “ინტერპრესნიუსი” ცნობით, ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აშუქებდა აქციას, სახელწოდებით “შემოულაწუნე”, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გმობს ჟურნალისტის მიმართ მსგავს ქმედებას და კიდევ ერთხელ შეახსენებს აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ პარტიებს, რომ დაუშვებელია არა თუ ფიზიკური ან სიტყვიერი ანგარიშსწორება, არამედ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაც კი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, სასწრაფოდ გამოიძიონ ირაკლი გედენიძეზე თავდასხმის ფაქტი, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება. საბჭო აგრეთვე მიმართავს სამართალდამცველებსა და დემონსტრაციების ორგანიზატორებს, მაქსიმალურად დაიცვან და უზრუნველყონ მსგავს საპროტესტო აქციებზე მედიის წარმომადგენლების თავისუფალი გადაადგილება და მუშაობა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)