|
2016-07-15 16:41:25, 729 ნახვა
საზოგადოება
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
ქვეყნის მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული 11-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა-დღეს ბაში-დაფნარის მონაკვეთი გაიხსნა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო. საგზაო მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ჩქაროსნული გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის გახსნის შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ქალაქ სამტრედიაში შესვლის გარეშე, გაცილებით კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. „ამ გზის მეშვეობით მგზავრებს საშუალება ექნებათ გვერდი აუქციონ მჭიდროდ დასახლებულ სამტრედიას და უფრო სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გააგრძელონ გზა. ეს არის კიდევ ერთი ქვეპროექტი იმ დიდი პროექტისა, რასაც საქართველოს სატრანზიტო ავტომაგისტრალის განვითარება ჰქვია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სამუშაოებში. მადლობას ვუხდი კონტრაქტორ კომპანიას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელმაც კარგი მენეჯმენტი გაუწია ამ პროექტს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და მის გუნდს, ჩვენს პარტნიორებს- იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB),“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მოწესრიგებული და კომფორტული გზა მეტ შესაძლებლობას იძლევა ყველასთვის, რაც, მისი თქმით, ნიშნავს, რომ ქვეყანასაც და ხალხსაც გაუჩნდება მეტი შემოსავლის წყარო . "ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება, სატრანზიტო გზების განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, მეტი სარგებელი მიიღოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით და სატრანზიტო ფუნქციით. ამ გზით ისარგებლებს ყველა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ბიზნესმენები, ჩვენი პარტნიორი და მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, რაც საქართველოს მოსახლეობას მოუტანს მეტ შემოსავალს,“–აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირკაშვილმა ბედნიერი მგზავრობა უსურვა ყველას და განაცხადა, რომ დღეს ამ გზაზე სიმბოლურად პირველები გაივლიან ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ხალხამდე მიაქვს სახელმწიფოს სერვისი. მისივე თქმით, ყველა სიახლე, რომელსაც მთავრობა ხალხის უკეთესი ცხოვრებისთვის აკეთებს, ამ გზით კიდევ უფრო სწრაფად მივა თითოეულ ოჯახამდე. ბაში-დაფნარის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის (24 კმ-იანი გზის) 9 კილომეტრიან და სამტრედია-გრიგოლეთის (11.5 კმ-იანი გზის) 2 კილომეტრიან მონაკვეთებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბაშის კვანძიდან იწყება და არსებულ გზას დაფნართან უერთდება. ქუთაისისშემოვლითი–სამტრედიის გზის 9 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო 2 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, აშენდა 5 ხიდი და გზაგამტარი. სამშენებლო სამუშაოები,იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(JICA) დაფინანსებით კომპანია “TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ -მა განახორციელა. სამტრედია-გრიგოლეთის 2კილომეტრიანი მონაკვეთი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მოწყობას. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს. ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)