|
2016-07-13 15:49:02, 1029 ნახვა
ეკონომიკა
Eurasia Mobile Challenge-სთვის განაცხადების მიღება დაიწყო
შპს ვიმპელკომი (NASDAQ: VIP), საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია, რომლის კომპანიათა ჯგუფის წევრია “ბილაინი”, კონკურსს Eurasia Mobile Challenge იწყებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდა ინოვატორების გამოვლენა და მათი მხარდაჭერა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალი, წარმატებული მობილური პროექტების შექმნაში. კონკურსი უკვე მეოერდ ტარდება კომპანია ბილაინის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის MAKE YOUR MARK ფარგლებში. „Eurasia Mobile Challenge „ წარმოადგენს შპს ვიმპელკომის, საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანიის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს თითოეულ მომხმარებელთან ერთად შეაღოს კარი ციფრულ სამყაროში. პროექტი შექმნის ტექნიკური და არატექნიკური განათლების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის ისეთი შესაძლებლობებს, რაც მათ მომავლის უზრუნველყოფაში დაეხმარება; ამასთანავე, ბიძგს მისცემს ეკონომიკურ ზრდას როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში. კონკურსის მონაწილე ყველა გუნდს საშუალება ექნება გაიაროს ტრეინინგები და მიიღოს კონსულტაციები ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან ,რომლებიც დაეხმარებიან მათ თავინთი იდეების პრაქტიკულ მობილურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნაში, რაც კიდევ უფრო დაახლოვებს ვიმპელკომის მომხმარებელს ციფრულ სამყაროსთან. "პატარა სტარტაპიდან ვიმპელკომი განვითარდა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო და ტექნოლოგიების კომპანიად , რომელსაც დღეს უკვე 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და შესაძლებლობა აქვს მსოფლიო მოსახლეობის 10%-ზე მეტი მოიცვას. ჩვენი, როგორც პიონერის მემკვიდრეობა ჩვენთვის შთაგონების მთავარი წყაროა და ნამდვილი ციფრული მოთამაშედ გარდაქმნის პროცესში ჩასაფრებულები ვართ ისეთი ახალი აპლიკაციების და პროგრამული უზრუნველყოფების გამოსავლენად, რომლებიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენ მომხმარებელთან. ამ ძიებაში, ბილაინი მხარს უჭერს ვიმპელკომის პროექტს " MAKE YOUR MARK „, ხოლო ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ ბიზნეს იდეებს ევრაზიის მობილური გამოწვევის მონაწილეებისაგან." გიორგი ტყეშელაშვილი, ბილაინის გენერალური დირექტორი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მცირე მეწარმეებს, რომელბიც მუშაობენ მობილური აპლიკაციების მიმართულებით და სატრტაპებს იმ ქვეყნებიდან, სადაც VimpelCom Ltd-ს ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულები არიან წარმოდგენილი. კონკურსი თითოეულ მონაწილე ქვეყანაში ადგილობრივად ჩატარდება. ახალგაზრდები შეიმუშავებენ მობილურ პროექტებს და წარმოადგენენ თავიანთ კონცეფციებს ჟიურის წინაშე. მონაწილეებმა ჟიურის უნდა წარუდგინონ პროექტი, რომელიც იქნება მათ ქვეყნებში საზოგადოების წინაშე მდგომი აქტუალური საკითხების და გამოწვევების გადაჭრის საუკეთესო გზა. გამარჯვებული რეგიონალური სამი გუნდი მოიპოვებს კონკურსის Global Mobile Challenge საბოლოო ეტაპზე მონაწილეობის უფლებას,რომელიც ჩატარდება მსოფლიო მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე ბარსელონაში, 2017 წლის თებერვალს. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ www.eurasiamobilechallenge.com და დაიწყეთ მუშაობა სამომავლო ინოვაციაზე მობილური სამყაროსთვის. ცნობისთვის, ვიმპელკომი (NASDAQ: VIP) არის საერთაშორისო კომუნიკაციების და ტექნოლოგიების კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში და მისი მიზანია შესთავაზოს ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებს, რომლებიც ახდენენ ნავიგაციას ციფრულ სამყაროში. ვიმპელკომი, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს ყველაზე დინამიურ ბაზრებზე, აწვდის 200 მილიონზე მეტ მომხმარებელს ხმოვან, ფიქსირებულ ფართოზოლოვან, მონაცემთა და ციფრულ მომსახურებას. ვიმპელკომის როგორც ტექნოლოგიების პიონერის მემკვიდრეობას წარმოადგენს ტრანსფორმაციის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ორიენტირებულია ციფრულ სამყაროს მიწოდებაზე თითოეული და ყველა მომხმარებლისათვის. ვიმპელკომი სთავაზობს მომსახურებას თავის მომხმარებელს 14 ბაზარზე, მათ შორის რუსეთში, იტალიაში, ალჟირში, პაკისტანში, უზბეკეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ბანგლადეშში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სომხეთში, საქართველოში, ლაოსში, და ზიმბაბვეში. ვიმპელკომი ოპერირებს ბრენდული სახელწოდებებით როგორიცაა "ბილაინი", "კივსტარი", "უინდი", "მობილინკი", "ბანგალინკი", "ტელესელი" და "დჯეზი". დაგვიმეგორდით Twitter @VimpelCom და ეწვიეთ ჩვენს ბლოგს მისამართზე @ blog.vimpelcom.com ან ვებგვერდს http://www.vimpelcom.com
(NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)