02:32 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 15:08:12, 1116 ნახვა

ეკონომიკა
Business Georgia-სა და „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით საქართველოში პირველად მედია ფორუმი ჩატარდება

მედია კომპანია Business Georgia და საქართველოს ბანკი, პირველად საქართველოში, მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს „მედია ინდუსტრია 2016“ გამართავენ.

ფორუმი მედია ინდუსტრიის თემაზე  წარმოადგენს პლატფორმას ქართველი და უცხოელი მედია და ბიზნეს ლიდერებისათვის, სადაც ისინი განიხილავენ როგორც ქვეყანაში მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ასევე საერთო ბენეფიტებს მედიასა და ბიზნეს შორის. ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს განსხვავებული იდეები და ხაზი გაუსვას საქართველოში მედია ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობას. პანელურ ფორმატში განხილული იქნება ბიზნესის წარმომადგენლებსა და მედია ინდუსტრიას შორის წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

ფორუმი დაყოფილია ორ პანელად. პანელის მონაწილეებს შორის იქნებიან მედია ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პანელის ფარგლებში შეფასდება თანამედროვე მედია ინდუსტრია საქართველოში, ასევე შედგება დისკუსია მედიისა და ბიზნესის საერთო ინტერესებთან  დაკავშირებით. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics