2016-07-07 10:06:22, 614 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა დღეს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიას დაამტკიცებს
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიას დაამტკიცებენ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ ახალ მიმართულებას და საქართველოში წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
„მაკოორდინირებელი უწყება ამ მიმართულებით იქნება ეკონომიკის სამინისტრო, იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტის სფეროს სწორედ ეს უწყება კურირებს. რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკონომიკის სამინისტროსთან ექნება სხვა უწყებებს, უპირველეს ყოვლისა შსს-ს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიას და ა.შ.”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან