2016-07-05 11:55:33, 688 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში გუდამაყრის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გუდამაყრის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესში, საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებული სირთულეების გამო, სამუშაოების პროცესი გახანგრძლივდა.
მათივე ინფორმაციით, საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად სარემონტო სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებს. ამის შემდეგ, სანიაღვრე ქსელზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, ამ დროისათვის, გუდამაყრის ქუჩის ზედა ნაწილზე უკვე დაიწყო ასფალტის საფარის დაგება. სამუშაოების მიმდინარეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელები ადგილზე აკვირდებოდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან