|
2016-07-03 10:43:35, 944 ნახვა
სამართალი
შსს-ს თანამშრომლებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ტრენინგი ჩაუტარდათ
შსს-ს თანამშრომლებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოსა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების 25 თანამშრომელს ორდღიანი სწავლება ჩაუტარდა თემაზე: „სამართლებრივი მექანიზმები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გორის ოფისში ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, სწავლებას შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, თსუ-ს პროფესორი გია გოგიბერიძე და "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე უძღვებოდნენ. ტრენინგის მიზანი იყო სამართალდამცველების ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ოჯახში ძალადობის თემატიკისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ სამართალდამცველების ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლება ხელს შეუწყობს მათი პროფესიონალიზმის გაზრდას და შესაბამისად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიან რეაგირებას, რაც მსგავსი ფაქტების შემცირებისა და პრევენციის წინაპირობაა. პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ძირითად მიზანს წარმოადგენს: ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა; ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ საზოგადოებისა და სამართალდამცველების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების გზით.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)