04:29 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 19:06:06, 657 ნახვა

საზოგადოება
ლევან კობიაშვილი ქვემო ნატანების საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია

სოფელ ქვემო ნატანების საზოგადოებრივ ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირთან, ალექსანდრე იაშვილთან და ნიკოლოზ ჯღარკავასთან ერთად ადგილობრივ ბავშვთა გუნდებს შეხვდა.

სტუმრებმა ქართული ფეხბურთის განვითარების პერსპექტივაზე და ბავშვთა ფეხბურთის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილმა ბავშვებს საჩუქრები გადასცა, ავტოგრაფები დაურიგა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების პირველ ოფიციალურ მატჩზე დაპატიჟა, რომელიც 5 სექტემბერს დინამო არენაზე, ავსტრიის წინააღმდეგ გაიმართება.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.

 

NS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics