04:29 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 19:01:26, 760 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრში „სწავლება დოკუმენტური ფილმებით“ დასრულდა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ პროექტი - „სწავლება დოკუმენტური ფილმებით“ - დასრულდა.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ აქტიურ ახალგაზრდებს, მედიაციის სახლში,  მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტი საგანმანათლებლო მნიშვნელობისაა  და მოიცვა ისეთი თემები, როგორიცაა - სოლიდარობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, სოციალური უნარები, ინკლუზიური განათლება და სხვა. პროექტში მოხალისეობრივად ჩართულ ტრენერებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

პროექტის მიზანია აქტუალური სოციალური საკითხების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება, მოსწავლეების კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარების გზით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics