2016-07-01 16:41:08, 598 ნახვა
საზოგადოება
საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა
თბილისში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, შეუფერხებელი და დროული გადაადგილების მიზნით, 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის დასახლებაში არსებული № 39, 173-ე და 177-ე საჯარო სკოლების მიმართულებით, ასევე მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ (მუხიანის მხრიდან) მუხიანის დასახლების №175-ე საჯარო სკოლის მიმართულებით. მ/ს „ვარკეთილიდან“ მე-3 მასივში არსებულ №117-ე საჯარო სკოლამდე. მგზავრობის საფასური შეადგენს სტანდარტულ ტარიფს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან