|
2016-06-21 16:56:47, 601 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების ორგანიზებით, მარჯანიშვილის თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის ფოლკლორული ანსამბლი „დიოსკურია“, კვარტეტი „აფხაზეთი“, ბავშვთა ანსამბლი „კავკასიონი“, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი, მომღერალი მარიკა გულორდავა, პიანისტები ანა და გიგა პაპავები. თეატრის ფოიეში მოეწყო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუჰაჯირობის ამსახველი ფოტო-მასალისა და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარი, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)