|
2016-06-17 23:03:41, 3971 ნახვა
კულტურა
ლეგენდარული ბალერინა ვერა წიგნაძე გარდაიცვალა
ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ლეგენდარული ბალერინა ვერა წიგნაძე 92 წლის ასაკაში გარდაიცვალა. ვერა ვარლამის ასული წიგნაძე 1924 წლის 24 სექტემბერს ბაქოში დაიბადა. მას საქართველოს სახალხო არტისტის წოდება 1955 წელს მიენიჭა. წიგნაძემ 1943 წელს დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1943-1946 წლებში ცეკვავდა ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრში. 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. 946 წლიდან ვერა წიგნაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანი მოცეკვავე გახდა. ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როცა დებიუტანტი კორდებალეტში არ დააყენეს და თავიდანვე მთავარი პარტიების შესრულება შესთავაზეს. ჟიზელი (ადანის "ჟიზელი"), ლაურენსია (კრეინის "ლაურენსია"), ოდეტა-ოდილია (ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ნიკია (მინკუსის "ბაიადერა"), ავრორა (ჩაიკოვსკის "მძინარე მზეთუნახავი"), ტაო-ხოა (გლიერის "წითელი ყაყაჩო"), ეს არასრული სიაა იმ პარტიებისა, რომლებიც ვერა წიგნაძემ ვახტანგ ჭაბუკიანის დასში შეასრულა. წიგნაძე, თავისი შეუდარებელი ტექნიკით, ბრწყინვალე ფუეტეთი, მსუბუქი ნახტომითა და ჰაეროვანი პლასტიკით, ჭაბუკიანისთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე პარტნიორი. მათ თავიდანვე კარგად გაუგეს ერთმანეთს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არის დაკავშირებული თითქმის მისი მთელი ცხოვრება, ამ თეატრის სცენაზე 3 ათეული წელი იცეკვა, შემდეგ კი პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი. ლეგენდარული ვერა წიგნაძე ახალგაზრდობის და სტუდენტთა ბუდაპეშტის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)