17:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 11:25:42, 683 ნახვა

საზოგადოება
ასპინძაში რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ,  ასპინძის მუნიციპალიტეტში, რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ასპინძაში რაგბის სტადიონამდე მისასვლელი, გრუნტის საფარიანი გზის სიგრძე 2 კმ-ზე მეტია.  გზა  წვიმიან ამინდში ტალახდება და გადაადგილების პრობლემებს უქმნის როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე ავტომობილებს. 

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე არხები და გატარდება უსაფრთხოების საჭირო ზომები.  

ობიექტზე 30 - მდე ადამიანია დასაქმებული და  სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. 

2016 წლის შემოდგომიდან მოსახლეობა, ნებისმიერ ამინდში,  დაუბრკოლებლად შეძლებს გადაადგილებას აღნიშნულ გზაზე.  პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics