|
2016-06-13 13:03:09, 4054 ნახვა
კულტურა
გიორგაძე: ყიფიანის სახლმუზეუმის აღსადგენად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტში ასიგნებები უნდა გაითვალისწინოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლმუზეუმი ადგილობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, მინისტრის განმარტებით, მუზეუმის აღსადგენად ბიუჯეტში საჭირო ასიგნებები სწორედ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. „დიმიტრი ყიფიანის სახლმუზეუმი ადგილობრივი დაქვემდებარებისაა და არა კულტურის სამინისტროსი. კულტურის სამინისტრომ გამოყო თანხები პროექტის დასამუშავებლად და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ეს პროექტი გააკეთა. ვფიქრობ, ხელის გამოშვერის მაგივრად, ადგილობრივმა ხელსუფლებამ შესაბამისი პრიორიტეტები განსაზღვროს, ბიუჯეტის შედგენის დროს, თუ ეს საკითხი ასე მნიშვნელოვაბია და ჩემი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, შესაბამისად, უნდა გაითვალისწინოს ბიუჯეტში, საჭირო ასიგნებები“, -განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)