16:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 09:46:24, 905 ნახვა

საზოგადოება
დაღუპული მეხანძრე-მაშველების და მაშველების ოჯახებს ერთჯერადად 100 000 ლარი გადაეცემა

დაღუპული მეხანძრე-მაშველების და მაშველების   ოჯახებს  ერთჯერადად 100 000 ლარი გადაეცემა, ხოლო  ყოველთვიურად  1000 ლარიანი  შემწეობა დაენიშნებათ.   ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით,  შესაბამის კანონპროექტს  სწორედ დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

„გასული წლის 13 ივნისს დაიღუპა მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა დაღუპვას და საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ადამიანების გადარჩენას. სიმბოლურია, რომ სწორედ ტრაგედიიდან 1 წლის თავზე, ჩვენ ვიხილავთ კანონპროექტს მეხანძრე- მაშველებისთვის და მაშველებისთვის სამართლებრივი და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაუმჯობესების კუთხით, სადაც მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც პოლიციელის შემთხვევაშია დღეს, პოლიციელის ოჯახს გადაეცემა 100 ათასი ლარი ერთჯერადად, ხოლო შემდგომში, ყოველთვიურად 1000 ლარიანი შემწეობა ინიშნება ოჯახისთვის. ჩვენ ყველა მათგანს უნდა ვუსურვოთ მშვიდობიანი მოღვაწეობა, თუმცა ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ამ დონეზე აყვანა მნიშვნელოვანია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის 2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან დღეს ერთი წელი გავიდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics