14:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 14:40:04, 804 ნახვა

საზოგადოება
თემქაზე ერთ-ერთი კორპუსის ძველი აივნები ჩამოინგრა

თბილისში, თემქაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ძველი აივნები ჩამოინგრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც კორპუსის მაცხოვრებლები აცხადებენ, ისინი წლების განმავლობაში შესაბამის სტრუქტურებს, კორპუსისა და აივნების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

კორპუსის მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ დღევანდელი შემთხვევის შემდეგ, აივნების გამაგრების სამუშაოები ჩატარდება.

ადგილზე დედაქალაქის მერიის და საგანგებო სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics