|
2016-06-06 19:13:55, 698 ნახვა
საზოგადოება
Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები 30 000-მდე ბილეთია გაყიდული
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, Maroon 5-ის კონცერტის გამო, ბათუმის მიმართულებით, მატარებლებია დამატებული. მისივე თქმით, მომატებული მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია „ორბი“ ბინებს არემონტებს, ასევე გაზრდილია მოთხოვნა როგორც დიდ, ისე საოჯახო სასტუმროებზე: „ჩემი ინფორმაციით დამატებულია მატარებლების შემადგენლობა, ზუსტი განრიგი ნამდვილად არ ვიცი, ალბათ, ამის გაგება არ გაუჭირდებათ იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ ბათუმში ჩასვლა. განთავსებას რაც შეეხება, ვფიქრობ, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმ კუთხით, თუ როგორ უწყობს ასეთი პროექტები ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. ჩემი ინფორმაციით, „ორბის“ სახლები, რომელბიც თითქოსდა დაკონსერვებული იყო და ვითომდა, მათი გარემონტება არ იგეგმებოდა, სწორედ მომატებული მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია „ორბი“ ბინებს არემონტებს. დიდი მოთხოვნაა ბინების გაქირავებაზე. პრაქტიკულად, ყველა სასტუმრო გადაჭედილია, როგორც დიდი სასტუმროები,ასევე საოჯახო. ასეთი ვითარებაა არა მხოლოდ ბათუმში, არამედ კვარიათში, გონიოსა და ქობულეთში. კარგია, რომ ამდენი ადამიანი ჩადის რეგიონში, რაც შესაბამისად აისახება შემოსავალზე და შემდგომ ბიუჯეტზეც“,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ და დასძინა, რომ Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები 30 000-მდე ბილეთია გაყიდული. პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში Maroon 5 ბათუმში კონცერტს ხვალ გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)