|
2016-06-06 14:42:41, 720 ნახვა
საზოგადოება
საატესტატო გამოცდებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დაწევა არ იგეგმება
საატესტატო გამოცდებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დაწევა არ იგეგმება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პირიქით, ფიქრობენ, როგორ მოამზადონ ბავშვები იმისათვის, რომ მომავალში უფრო მაღალი ზღვარი გადალახონ. „ზღვარის დაწევა რაიმე მიმართულებით, საერთოდ, გარკვეული აზრით დანებებას ნიშნავს. ჩვენი სურვილი ყველასი ერთად არის, რომ გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა. თუ რაიმე ტესტირებამ გამოავლინა, რომ სადღაც პრობლემა გვაქვს, ჩვენ არ შევუშინდეთ ამ პრობლემას და უნდა პირიქით, მოვუმატოთ სწავლის დონე. არ ვფიქრობთ ზღვარის დაწევაზე, პირიქით ვფიქრობთ, როგორ ვასწავლოთ ჩვენ ბავშვებს იმისთის, რომ დღევანდელი კი არა, უფრო მაღალი ზღვარი დაძლიონ მომავალში“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)