|
2016-05-31 14:08:55, 743 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით “ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია-შიო მღვიმელი 150“ გამოიცა
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოიცა წიგნი - „ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია - შიო მღვიმელი 150“. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საბავშვო ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება 1 ივნისს, 16 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში. მათივე ცნობით, წიგნი „ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია - შიო მღვიმელი 150“ ეძღვნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - 1ივნისს. მასში საბავშვო ხალხურ პოეზიასთან ერთად შესულია შიო მღვიმელის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გოგლა ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის, ნოდარ დუმბაძის, ჯანსუღ ჩარკვიანის და სხვა ცნობილი ქართველ მწერალთა ნაწარმოებები, ასევე, ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედება.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)